Overview

საგამოცდო ცენტრი – დამკვირვებლები Jobs in Tbilisi, Georgia at Tbilisi State University

Title: საგამოცდო ცენტრი – დამკვირვებლები

Company: Tbilisi State University

Location: Tbilisi, Georgia

VACANCIES: საგამოცდო ცენტრი – დამკვირვებლები

Category: უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული

Period of receipt of tender documents: 27/03/2023 – 10/04/2023

კონკურსი გამოცხადდა სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგამოცდო ცენტრში დამკვირვებლების პოზიციის (40 ერთეული) დასაკავებლად.

Კანდიდატი Უნდა Აკმაყოფილებდეს Შემდეგ Პიროვნულ Თვისებებს, Იყოს

ა) ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;

ბ) ოპერატიული;

გ) ჰქონდეს ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად

მუშაობის უნარი;

დ) ჰქონდეს გუნდურად მუშაობის უნარი და იყოს კომუნიკაბელური;

ე) ჰქონდეს ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

ვ) ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ზ)პუნქტუალური და ჰქონდეს დროის ეფექტიანი მართვის უნარი

თ)ჰქონდეს ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად

ათვისების შესაძლებლობა

Ფუნქცია-მოვალეობები

ა)უზრუნველყოს საგამოცდო ფურცლების დარიგება მასზე განპირობებულ სექტორში;

ბ)გააცნოს სტუდენტებს მათი უფლება-მოვალეობები;

გ) დაარიგოს საგამოცდო ბილეთები;

დ) დააკვირდეს გამოცდის მიმდინარეობას მისთვის განსაზღვრულ სექტორში;

ე) აკონტროლოს სტუდენტების მიერ უფლება-მოვალეობების დაცვა;

ვ) პასუხი გასცეს სტუდენტის მიერ დასმულ პროცედურულ და ტექნიკურ შეკითხვებს;

ზ) უზრუნველყოს საგამოცდო ფურცლების ჩაბარება;

თ) უზრუნველყოდს საგამოცდო ნაშრომების გადასცემა საგამოცდო ცენტრის

წარმომადგენელისათვის.

განათლება:

ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ – examcenter.tsu.ge. კერძოდ: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ავტობიოგრაფია (CV), უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი.

დროებით მოწვეულ დამკვირვებელს ანაზღაურება მიეცემათ დღიურად დარიხცული 38 ლარის ოდენობით. მათი სამუშაო საათები განისაზღვრება 9-დან 18 საათამდე.

გამოცდების პერიოდში შაბათი სამუშაო დღეა.

შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები დაზუსტდება აპლიკანტებთან გასაუბრებისას.

Upload your CV/resume or any other relevant file. Max. file size: 800 MB.